Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ძვირფასო სტუდენტებო!

 

იურიდიულმა ფაკულტეტმა დაამუშავა თქვენი მოთხოვნები და არსებული რესურსების გათვალისწინებით დაამატებს ადგილებს ზოგიერთ სავალდებულო და არჩევით საგანს.

 

იმ სავალდებულო დისციპლინებს, რომელზეც ამა თუ იმ ნაკადზე შესაძლებელია რეგისტრაცია, ადგილები არ დაემატება.

 

ამასთან, აიტი სამსახურის რეკომენდაციით, ბაზის ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად, უმჯობესია ბაზა გაიხსნას და საგნებზე რეგისტრაცია განხორციელდეს ერთდროულად. ამდენად, 14:45 საათზე ბაზა გაითიშება, ხოლო 15:00 საათზე ბაზა გაიხსნება და შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის განხორციელება. 

 

მიაქციეთ ყურადღება, რომ საგნებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ერთდროულად და არა ანბანური თანმიმდევრობით.

საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ lms.tsu.ge-დან, გრაფა: „აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები“.
 

გისურვებთ სასურველი ინდივიდუალური ცხრილის შედგენას!